saqarTvelos qedebi - andarazanis qedi
კახეთის კავკასიონის სამხრეთი განშტოება, მდინარეების ლოპოტისა და დიდხევის წყალგამყოფი ქედი. ქედის ჩრდილოეთ ნაწილში აღმართულია მწვერვალი დიდი ანდარაზანი. სიმაღლე ზღვის დონიდან 3039 მ. სამხრეთით - მწვერვალი პატარა ანდარაზანი სიმაღლე ზღვის დონიდან 2348 მ. ქედი ძირითადად აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებით. თხემურ ზონაში სუბალპური და ალპური მდელოებია, ქვევით - წიფლის ტყე.